როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ აცნობა, სამ სტუდენტს [ლევან აბაშიძე, ალექსანდრე ბაზიარი, საბა ტლაშაძე] მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, ერთს [ლევან ჩიგოგიძე] 100–ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, ხოლო ერთი [ნუკრი ცისკაძე] სამართალდამრღვევად არ სცნო.
აღნიშნული პირებიდან სამის უფლებებს სასამართლოში საიას იურისტები კახა კოჟორიძე და ნონა ქურდოვანიძე იცავდნენ. სხდომას მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე უძღვებოდა.
შეგახსენებთ, რომ პირველ მაისს პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, რამდენიმე ათეული დემონსტრანტი დააკავა. მათ ნაწილს სასამართლომ 400–ლარიანი ჯარიმა უკვე დააკისრა. სასამართლო სტუდენტების საქმეების განხილვას აგრძელებს.