ახალი ამბები

ძიძიგური: მაღალი თანამდებობის პირები დანაშაულის გამო პასუხს აგებენ ყველა წამყვან ევროპულ სახელმწიფოში

23 მაისი, 2013 • • 940
ძიძიგური: მაღალი თანამდებობის პირები დანაშაულის გამო პასუხს აგებენ ყველა წამყვან ევროპულ სახელმწიფოში

“ბიუჯეტის სახსრების არასწორად განაწილების გამო პროკურატურამ 2000–ზე მეტი ადამიანი დაკითხა და პასუხი არა მეისრეებმა, არამედ იმ ადამაინებმა უნდა აგონ, რომლებიც ამას სათავეში ედგნენ”, – განაცხადა ძიძიგურმა.

 

მისი თქმით, მაღალი თანამდებობის პირები დანაშაულის გამო პასუხს აგებენ ყველა წამყვან ევროპულ სახელმწიფოში და რაც უფრო მაღალია თანამდებობა, მით უფრო მეტია პასუხისმგებლობაც.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს – 20 ათასლარიანი გირაო.

 

მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) აქვთ წარდგენილი, რაც ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმე ეხება 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. პროკურატურა მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტები ამ პროგრამის ფარგლებში თვალთმაქცურად დაასაქმეს და ისინი სინამდვილეში წინასაარჩევნო პერიოდში ასრულებდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ დავალებებს. იმ დროისთვის მერაბიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ხოლო ჭიაბერაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი