ახალი ამბები

იგორ კოკოშკოვის სლოვენია ევროპის ჩემპიონია

18 სექტემბერი, 2017 • 2883
იგორ კოკოშკოვის სლოვენია ევროპის ჩემპიონია

სლოვენიის საკალათბურთო ნაკრები, რომელსაც იგორ კოკოშკოვი წვრთნის, ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. სლოვენიამ ფინალში სერბეთი 93-85 დაამარცხა და ისტორიაში პირველად დაეუფლა ოქროს მედლებს.

სლოვენიელთა მხრიდან მეტოქეს ყველაზე მეტი ქულა (35) მაიამი ჰიტის გამთამაშებელმა გორან დრაგიჩმა ჩაუგდო. 21 ქულა მოიპოვა პრეპელიჩმა. სერბეთის მხრიდან საუკეთესო ბოგდანოვიჩი იყო 22 ქულა, ხოლო მაჩვანმა 18 ქულა ჩააგდო.

იგორ კოკოშკოვი სლოვენიამდე წლების განმავლობაში წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი