ახალი ამბები

ადვოკატი: მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

23 მაისი, 2013 • • 1106
ადვოკატი: მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

როგოც ადვოკატმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, იგი ვერ ხვდება, თუ რაზე დაყრდნობით გავრცელდა დღეს ცნობა იმის შესახებ, რომ მერაბიშვილი გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაჰყავდათ. ადვოკატის თქმით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდებასთან დაკავშირებით უახლოეს ხანებში სააპელაციო წესით გასაჩივრდება.

ჭიაბერაშვილი ქუთაისის საპყრობილეს მას შემდეგ დატოვებს, რაც მისი ოჯახი გირაოს გადაიხდის.

 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს- 20 ათასლარიანი გირაო.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან დღეს დილიდან დაიწყეს შეკრება ყოფილმა პოლიტპატიმრებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას, ვანო მერაბიშვილის დასჯას და ციხეში ჩასმას მოითხოვდნენ. პარალელურად ქუთაისში, წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც იმყოფებოდნენ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, მოიყარეს თავი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე თითქმის მთელი დღის მანძილზე პატრულირებდა პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა. მათ გაკეთებული ჰქონდათ კორიდორი, თუმცა, ამის მიუხედავად, მცირე ინციდენტებს, ძირითადად, სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი