ახალი ამბები

“ქართული მარში” მმართველი გუნდის და ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ [ფოტო/ვიდეო]

12 სექტემბერი, 2017 • 4481
“ქართული მარში” მმართველი გუნდის და ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ [ფოტო/ვიდეო]

ე.წ. ქართულმა მარშმა დღეს თბილისში მორიგი მსველობა/აქცია გამართა. დემონსტრანტები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან ჯერ ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს ოფისისაკენ გაემართნენ, ხოლო შემდეგ- “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან.

"ქართველთა მარში" კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვისა და სოროსის ფონდის საქმიანობის აკრძალვას მოითხოვენ. 12.09.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

“ქართველთა მარში” კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვისა და სოროსის ფონდის საქმიანობის აკრძალვას მოითხოვენ. 12.09.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

"ქართველთა მარში" კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვისა და სოროსის ფონდის საქმიანობის აკრძალვას მოითხოვენ. 12.09.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

“ქართველთა მარში” კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვისა და სოროსის ფონდის საქმიანობის აკრძალვას მოითხოვენ. 12.09.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

"ქართველთა მარში" აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მო. ალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვისა და სოროსის ფონდის საქმიანობის აკრძალვას მოითხოვენ. 12.09.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

“ქართველთა მარში” აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მო. ალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვისა და სოროსის ფონდის საქმიანობის აკრძალვას მოითხოვენ. 12.09.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

"ქართული მარში" ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისთან მაშხალებს ანთებს © ბუბუ გვაძაბია/ნეტგაზეთი

“ქართული მარში” ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისთან მაშხალებს ანთებს © ბუბუ გვაძაბია/ნეტგაზეთი

“ქართული მარში” საქართველოში “სოროსის ფონდის” აკრძალვას ითხოვდა. მათ  ღია საზოგადოება – საქართველოს ოფისთან მაშხალები დაანთეს. ერთი ანთებული მაშხალა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლადო სადღობელაშვილმა ფონდის ოფისის მიმართულებით ისროლა, სადაც იმ დროს პოლიციელები იდგნენ.

ინციდენტი მოხდა კახა კალაძის შტაბთანაც. “ქართული მარში” კალაძისგან “მიწის გაყიდვის თემაზე” პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდა. “ქართული მარშის” წევრებმა განაცხადეს, რომ 5 მათგანი შტაბში შესვლასა და კალაძესთან შეხვედრას აპირებდა, თუმცა ამის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს, შეხლა-შემოხლის დროს კი ლადო საღობელაშვილი დააკავეს.

“ქართული მარში” ამბობს, რომ ისინი აქციებს არ შეწყვეტენ და საკუთარი გეგმების შესახებ საზოგადოებას ახლო მომავალში აცნობებენ.

მარშის მონაწილეები  აპროტესტებენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ცვლილება შედის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში. თუ ამჟამად მოქმედი მორატორიუმის მიხედვით   უცხოელებს საქართველოში  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვის უფლება არ აქვთ, ცვლილებები ასეთ უფლებას მიანიჭებს ბანკებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები კალაძის შტაბთან მისვლამდე ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისთან მივიდნენ და ფონდის დახურვას მოითხოვდნენ, თუმცა  გაუგებარია, რა კავშირშია ამ საკითხთან ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ფონდი. პოლიციამ მათ შენობასთან ახლოს მისვლის შესაძლებლობა არ მისცა.

“ქართული მარშის” წევრებს  თან ჰქონდათ  ტრასპარანტები, წარწერით “კობახიძე, ჩუგოშვილი, თალაკვაძე – სოროსის მონები”.

აქციას დასაწყისშივე შეუერთდა დეპუტატი ადა მარშანიაც, თუმცა ის ფონდის საქმიანობის აკრძალვას არ ითხოვს.


  • 2017 წლის 16 ივნისს საქართველოს პარლამენტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი დანიშნულების მიწას უცხოელები ვეღარ შეიძენენ. თუმცა, ახლა პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მორატორიუმი აღარ გავრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე. კომერციულ ბანკებს ექნებათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან 2 წლის ვადაში გაასხვისონ შესაბამის უფლებამოსილ პირზე.
  • სოროსის დაფუძნებულმა ფონდმა, რომლის შენობის წინაც დღეს აქცია იმართება, 2014 წლამდე 80 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროგრამების განხორციელებისთვის. ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორისა ეკლესიებისა და ფრესკების რესტავრაციაც – მათ შორის, ყინწვისის ანგელოზის ცნობილი ფრესკა, დავით გარეჯის მხატვრობა და ასე შემდეგ. ამჟამად ფონდს რამდენიმე პროგრამა აქვს – ადამიანის უფლებები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, მედია, ევროინტეგრაცია და ა.შ
  • ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” ღია საზოგადოების ფონდების ქსელის წევრი ორგანიზაციაა, რომელიც 1994 წელს ნიუ-იორკის “ღია საზოგადოების ინსტიტუტმა” დააფუძნა. ღია საზოგადოების ფონდების ქსელი ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული ფონდების, პროგრამებისა და ინსტიტუტების ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს ღია საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებას მსოფლიოში, განსაკუთრებით კი – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი