ახალი ამბები

დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

20 მაისი, 2013 • 1223
დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

მინისტრის, ხათუნა გოგალაძის განცხადებაში ნათქვამია, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა, რის შედეგადაც რამდენიმე მილიონი ლარის არამართლზომიერი ხარჯვა გამოვლინდა.

 

“დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი უფროსის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი გათავისუფლების საფუძველია ის სამუშაოები, რაც მან განახორციელა დაცული ტერიტორიების რეკონსტრუქციის მიზნით. ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი სამინისტრო მიესალმება ნებისმიერი ტიპის რეკონსტრუქციას, განვითარებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. თუმცა რეკონსტრუქციით ვერ იქნება გამართლებული თანხების არამართლზომიერი ხარჯვა”, – ნათქვამია განცხადებაში.


სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია არა მხოლოდ საბიუჯეტო, არამედ საერთაშორისო დონორების გრანტების ფარგლებში გამოყოფილ თანხებზე. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი