ახალი ამბები

შსს-ში ბიძინა ივანიშვილი მივიდა

19 მაისი, 2013 •
შსს-ში ბიძინა ივანიშვილი მივიდა

შს მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერს წარუდგინა ის სიახლეები, რაც სამთავრობო ცვლილებების შედეგად განხორციელდა. ესენია: ახალი კანონი პოლიციის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების სტრატეგია, საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი, პოლიციელის ახალი ფორმა, სამხრე ვიდეოკამერა, ჟეტონი, ავტომანქანა და მასზე დასაყენებელი ვიდეორეგისტრატორი.

 

დღესვე შსს-ში გაიმართება ახალი ვებ–გვერდის, მობილური აპლიკაციისა და ქვეყნის მასშტაბით დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგისთვის დამონტაჟებული კამერების სამეთვალყურეო პროგრამის პრეზენტაცია.

 

პოლიციის დღესთან დაკავშირებით შსს-ში, ასევე, იმყოფებიან პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი