ახალი ამბები | , ,

კობახიძემ გენერალური აუდიტორის პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა

8 სექტემბერი, 2017 | | 1811
კობახიძემ გენერალური აუდიტორის პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ გენერალური აუდიტორის ვაკანტურ პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მექვაბიშვილი კერძო და საჯარო სექტორში მუშაობდა ფინანსების კუთხით.

მექვაბიშვილი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო, ხოლო კანდიდატობამდე ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის ასოცირებული დირექტორის თანამდებობა ეკავა.

კობახიძემ ასევე მადლობა გადაუხადა უკვე ყოფილა აუდიტორს ლაშა თორდიას გაწეული სამუშაოსთვის.

ლაშა თორდიას ვადა 23 ივლისს ამოეწურა. გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი