ახალი ამბები

რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს ჭინჭრებით აპროტესტებენ[photo/video]

17 მაისი, 2013 • 1136
რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს ჭინჭრებით აპროტესტებენ[photo/video]

მათი ნაწილი დილიდანვე პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა, ნაწილმა კი მსვლელობა მოაწყო ფილარმონიიდან და ყოფილი პარლამენტის შენობის წინ მყოფ სასულიერო პირებს შეუერთნენ. 

ბასილ მკალავიშვილი თავის მომხრეებთან ერთად რუსთაველის გამზირზე ჭინჭრებით მივიდა.  აქციაზე ასევე არიან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და მართლმადიდებელი ეკლესიის არარადიკალური ფრთის წარმომადგენლებიც.


აქციაზე მივიდნენ სასულიერო სასწავლებლების მოსწავლეებიც. “ნეტგაზეთთან” საუბარში მათ განაცხადეს, რომ აქციაზე საკუთარი ინიციატივით მივიდნენ. 

მოძრაობა რუსთაველის გამზირზე უკვე გადაკეტეს სამართალდამცავებმა მეტრო “თავისუფლების” წინ და აქციის მონაწილეებს თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ. 

ადგილზე იმყოფება შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, რომელიც სასულიერო პირებს ესაუბრება, თუმცა ამის გადაღების საშუალება ჟურნალისტებს არ მისცეს. “კავკასიის” ოპერატორს, რომელიც შეეცადა ამ საუბრის გადაღებას, სასულიერო პირმა კამერაზე ხელი აუკრა, თუმცა მოგვიანებით შენდობა თხოვა.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნას უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილი – ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” და “იდენტობა” თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ფლეშმობით აპირებენ.

 

17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ (IDAHO). 1990 წლის ამ დღეს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო. 

რუსთაველის გამზირი, თბილისი, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას აპროტესტებენ, 2013
რუსთაველის გამზირი, თბილისი, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას აპროტესტებენ, 2013

 

 ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი, თბილისი,2013
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი, თბილისი,2013

მასალების გადაბეჭდვის წესი