ახალი ამბები

“ევროპული საქართველოს” თბილისის სიის I ნომერი გოკა გაბაშვილი იქნება

3 სექტემბერი, 2017 • 2633
“ევროპული საქართველოს” თბილისის სიის I ნომერი გოკა გაბაშვილი იქნება

“ევროპული საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის სიის პირველ ნომრად გოკა გაბაშვილს დაასახელებს. მისი ოფიციალური წარდგენა დღეს, 18:00 საათზე, ავლაბარში, ჯორბენაძის ქუჩაზეა დაანონსებული.

როგორც “ევროპულ საქართველოში”აცხადებენ, დღეს დაანონსებულ ღონისძიებაზე, გოკა გაბაშვილის ოფიციალურად წარდგენის გარდა, პარტიის ლიდერები ამომარჩევლებსა და მხარდამჭერებს პარტიული სიის ფორმირების ინიციატივასაც გააცნობენ.

პარტიის განცხადებით, ბაქრაძე-უგულავას გუნდი პირველად საქართველოში მიმართავს პარტიული სიის ფორმირების ღია წესს, რომელიც დაფუძნებულია ამომრჩევლის მხარდაჭერაზე.

“ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სიებში პირველი ნომრის შემდეგ განლაგდებიან მაჟორიტარი კანდიდატები მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის რიგითი ნომრის მიხედვით. გამონაკლისი დაიშვება გენდერული პრინციპის – ყოველ ათეულში მინიმუმ 3-3 გასხვავებული სქესის წარმომადგენელი – შენარჩუნების მიზნით.”

როგორც “ევროპული საქართველოს” განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნების შემდეგ სიის გადანაწილება მოხდება ამომრჩევლის მხარდაჭერის კოეფიციენტის შესაბამისად. შესაბამისად, პარტიის ცნობით, საკრებულოში მოხვდება სიის პირველი ნომერი და საუკეთესო შედეგის მქონე მაჟორიტარები.

გოკა გაბაშვილი, ევროპული საქართველოს ყრილობა

გოკა გაბაშვილი, ევროპული საქართველოს ყრილობა

მასალების გადაბეჭდვის წესი