“საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ბელიაშვილის ქუჩაზე პატრულირებისას შენიშნა, რომ გამგეობის შენობის წინ მდგარ პიროვნებას ხელში საეჭვო ნივთები ეკავა. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ აღნიშნულ პირს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი და პოლიეთილენის პარკი ეჭირა. თეიმურაზ ს-მ პოლიციელების მიახლოებისთანავე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში ორჯერ გაისროლა”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში. გასროლაის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია „ტე–ტე“-ს ტიპის პისტოლეტი.
ადგილზე გამოიძახეს გამნაღმველთა ჯგუფიც, მათ მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად ადგილზე ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.
შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 3–დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო ჯგუფი აწარმოებს.