ახალი ამბები

უშიშროების სამინისტრო შესაძლოა ისევ ცალკე უწყებად ჩამოყალიბდეს

13 მაისი, 2013 • 1342
უშიშროების სამინისტრო შესაძლოა ისევ ცალკე უწყებად ჩამოყალიბდეს

მისი განცხადებით, შსს პასუხისმგებელია საზოგადოების უსაფრთხოებაზე, ხოლო უშიშროების უწყება – სახელმწიფო უსაფრთხოებაზე და ასეთი დანაწილება აუცილებელია ხელისუფლების დასაბალანსებლად.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხის განხილვა დღის წესრიგში უნდა დადგეს მხოლოდ  საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ:

 

“წლების განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ იმ ტიპის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც შექმნა მიხეილ სააკაშვილმა და აქცია ის დიდ მონსტრად, არ არის სწორი მოწყობა. მაგრამ ჩვენ ვთქვით ისიც, რომ ამ საკითხში სიჩქარე არ ვარგა. მე მგონია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება ამ ტიპის საკითხების გადასაჭრელად ოპტიმალური დრო. ჩვენ ჯერ უნდა მოვახერხოთ ქვეყნის დამშვიდება და დაწყნარება. რაც შეეხება მომავალ პერსპექტივას, ჩვენ ყველა მიმართულებით უნდა დავნერგოთ თანამედროვე დაბალანსებული სისტემები.”

 

უსუფაშვილის განცხადებით, უახლოეს ხანებში დაიწყება საკონსტიტუციო საკითხებზე მუშაობა:

 

“სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შემდგომ ამ თემბეზეც იქნება საუბარი. ასე რომ, ეს დიდი საკითხია და მსჯელობა სჭირდება,“ – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

 

უშიშროების სამინისტრო საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ გაუქმდა და მის ნაცვლად შსს-ში 2004 წელს შეიქმნა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი (კუდ) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი (სოდ). სახელისუფლებლო ცვლილების შემდეგ, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად განხორციელდა, აღნიშნული დეპარტამენტები შსს-ში გაუქმდა და მათ ნაცვლად ამავე უწყებაში ჩამოყალიბდა სახელმწიფო უსაფრთხოების და ანტიკორუფციული სააგენტოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი