ახალი ამბები

Tata Power-ის ეგიდით საქართველოში ჰიდროპროექტების განხორციელება იწყება

13 მაისი, 2013 • 1177
Tata Power-ის ეგიდით საქართველოში ჰიდროპროექტების განხორციელება იწყება

როგორ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია მითითებული, ჰიდროპროექტების ჯამური სიმძლავრე შეადგენს 400 მეგავატს და მათი განხორციელება მოიცავს სამ ეტაპს:

 

“პირველი ეტაპის (185 მეგავატის სიმძლავრე) დასრულება მოსალოდნელია 2016 წლის პირველ ნახევარში. კომპანიები Tata Power და Clean Energy იქნებიან 40-40%-ის ოდენობის წილის მფლობელები, ხოლო ფონდის IFC InfraVentures წილი შეადგენს 20%-ს. მოპოვებული ელექტროენერგია მოხმარდება ზამთრის პერიოდში ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ასევე გავა საექსპორტოდ, მათ შორის – თურქეთში. აღნიშნული პროექტის ღირებულება 400 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინვესტორი ქართულ ბიზნესსექტორში ასეთი მოცულობის თანხას სრულად დებს.” 

 

უმსხვილესმა ინდურმა ტრანსნაციონალურმა კომპანია-კონგლომერატმა „ტატა ჯგუფმა“ საქართველოში ინვეტიციების განხორციელების სურვილი მიმდინარე წლის 24 იანვარს, დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დროს გამოთქვა.


“Tata Group“-ის დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისში, თავის ბიზნეს-ცენტრში 20 თებერვალს მიიღო.

 

“ტატა ჯგუფი” მსოფლიოს 50 წამყვან კორპორაციათა სიაში შედის, მას მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. იგი მოიცავს 114 კომპანიას, რომლებიც ბიზნესის 8 სექტორის მიმართულებით მუშაობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი