ახალი ამბები

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო შს მინისტრის მოადილე დააკავებულია

12 მაისი, 2013 • • 1556
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო შს მინისტრის მოადილე  დააკავებულია

“კადრები გადაღებული წინა ხელისუფლების დროს კუდის მიერ უკანონოდ  ფსიქოლოგიური ზეწოლის, მისი შეშინების, შანტაჟსა და თანამშრომლობაზე დაყოლიების მიზნით, ანუ უფრო გასაგებად, გადმობირებისთვის და რეჟიმის სამსახურში ჩაყენების განზრახვით. 

 

ახალი ხელისფლების მოსვლის შემდეგ ეს კადრები მიკვლეული იქნა და მათი გამოყენების საშიშროების თავიდან აცილების მიზით დაილუქა დადგენილი წესით, თუმცა არ გვაქვს იმის გარანტია, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების ხელში არ არის მათი ასლები.

 

ამ და სხვა უკანონო კადრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა სხვა თანამდებობის პირებთან ერთად მინდობილი ჰქონდა ჩემს ყოფილ მოადგილეს გელა ხვედელიძეს.  

 

პირადად ჩემთვის ეს არის ძალიან არასასიამოვნო ფაქტი, ჩემმა პირველმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ ჩაიდინა არა მარტო დანაშაული, არამედ მოხელისათვის და, მით უმეტეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისათვის აბსოლუტურად შეუფერებელი საქციელი. მან არაადეკვატურად და მტკივნეულად მიიღო ბოლო პერიოდში მის მიმართ მედიით გავრცელებული, პირადად ჩემი შეფასებით, სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამებები და გ.ფ.–ზე შურისძიების მოტივით განათავსა ეს კადრები ინტერნეტსივრცეში, მისი ფიქრით, ანგარიშსწორების ამ ფორმით შეწყდებოდა მის მიმართ წარმოებული ეს ცილისმწამლებლური კამპანია. ჩემი ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე დაკავებულია.”– განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ 4 მაისს გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. პირი, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გავრცელდა, აღნიშნულ კადრებს შემდეგნაირად  გამოეხმაურა:

 

“ვამხელდი ყველა იმ პიროვნებას, რომელიც არბევდა და აწიოკებდა ხალხს და თავი მქონდა გადადებული. ეს არ უკადრებია “ნაციონალურ მოძრაობას”, რაც იკადრა გია ხუხაშვილმა, გელა ხვედელიძემ და ლაშა ნაცვლიშვილმა. დღეს უნდა მოეწოდებინა ჩემთვის ინფორმაცია გია ხუხაშვილის, ნათია მოგელაძის და ნათია მოგელაძის ქმრის, რომელიც დღეს მუშაობს პროკურატურაში, მათ ბინძურ საერთო საქმეებზე. როდესაც მე უნდა შევხვედროდი პიროვნებას, რომელსაც ეს უნდა მოეწოდებინა, ეს პიროვნება მეუბნება, იციო, შენზე რა გავრცელდაო. მე არც ვიცოდი. “– განაცხადა მან. 

 

მისივე თქმით, იგი არ ენდობა ქართულ გამოძიიებას, რადგან ლაშა ნაცვლიშვილი არის პროკურორის მოადგილე და გელა ხვედელიძე არის მინისტრის მოადგილე:

 

“მინდა ვთქვა, დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, იქიდან გამომდინარე, რომ მას მე ვიცნობ პირადად, იგი არის ძალიან კარგი და პატიოსანი ადამიანი, იგი არ იყო ამ საქმეში  გარეული. საერთოდ არ იყო ამ საქმეში გარეული. მე ამას ვამბობს გულით და ამის მჯერა”

 

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. შსს განაცხადებით, გამოძიება  157-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე დაიწყო, რაც გულისხმობს „საქართველოს მოქალაქეთა პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას. 

 

“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის პირველ განყოფილებას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის” ხელმძღვანელმა ნინო ბოლქვაძემ მიმართა. სისხლის სამართლის საქმე სწორედ მისი განცხადების საფუძველზე აღიძრა. შს მინისტრი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტს სასტიკად გმობს და საქმე პირად კონტროლზე აჰყავს”.– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი