ახალი ამბები

მელორ ვაჩნაძის თქმით, უნივერსიტეტთან პოლიტპატიმარი დააკავეს

10 მაისი, 2013 • 1143
მელორ ვაჩნაძის თქმით, უნივერსიტეტთან პოლიტპატიმარი დააკავეს

ვაჩნაძის თქმით, იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტში მივიდა, მისი მისამართით პოლიტპატიმარმა რევაზ რევაზიშვილმა შეურაცხმყოფელი სიტყვები ხმამაღლა წარმოთქვა, რის გამოც ის სამართალდამცავებმა დააკავეს.

 

სტუდენტებთან შესახვედრად პრეზიდენტი რამდენიმე წუთის წინ მივიდა, ის უნივერსიტეტში ცენტრალური შესასვლელიდან არ შესულა და სათადარიგო შესასვლელით ისარგებლა.

 

პარალალურად თსუ–ს ეზოში დაახლოებით 20–მდე სტუდენტი საპროტესტი აქვიას მართავს. სტუდენტთა ჯგუფი პრეზიდენტთან შეხვედრაზე დასწრებაზე უარს აცხადებს. მათი თქმით, შეხვედრაზე ყველა შეკითხვა წინასწარაა დაგეგმილი:

 

“დარწმუნებული ვარ, რომ აქ წინასწარ ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ სახელმწიფოს მეთაურმა კომფორტულად იგრძნოს თავი. მიხეილ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც განათლების სისტემა მხოლოდ დროშების ამარა დატოვა, ამიტომ ამ შეხვედრაში მონაწილებას არ ვაპირებთ. ამ კომფორტული გარემოს დარღვევა მაინც შეუძლებელია”, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ ლევან ლორთქიფანიძემ.

 

უნივერსიტეტის ეზოში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი