ახალი ამბები

უსუფაშვილი: ნაცმოძრაობა ოკუპაციის შესახებ კანონით ხალხის პატრიოტულ განწყობაზე თამაშობს

8 მაისი, 2013 • 954
უსუფაშვილი: ნაცმოძრაობა ოკუპაციის შესახებ კანონით ხალხის პატრიოტულ განწყობაზე თამაშობს

“ნაცმოძრაობამ პიარანალიზის თუ სხვა ანალიზის შედეგად, ჩათვალა, რომ ის სალაპარაკო თემები, რომლითაც შეიძლება საზოგადოებაში წარმოჩინდეს, აღარ აქვს. შესაბამისად, ეს თემა გადააქციეს იმ თემად, რომლითაც საზოგადოების პატრიოტულ განწყობებზე ითამაშებენ. თითქოს, აი, რას შვება ახალი ხელისუფლება, ქვეყანას მტერს ვაბარებთ და ა.შ. ასე წარმოაჩენენ ამ თემას. მათ ამის უფლება აქვთ, რა თქმა უნდა. მთავარია, საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში.”- განაცხადა უსუფაშვილმა.


დავით უსუფაშვილის განმარტებითვე, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 19 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა, ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილს დაგეგმილი აქციის გამო, ის გადადეს.

 

“მე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ვიცოდი, რომ აღნიშნულ საკითხზე უმცირესობას განსხვავებული მოსაზრებები გააჩნდა. თუმცა, პარასკევი დღე იყო, სამუშაო დღე და ამ კანონის განხილვის გადადების აუცილებლობა არ იყო. მაგრამ ჩვენ მივიჩნიეთ, რომ დებატების საშუალება უნდა გაჩენილიყო. ყოველივე ამის შემდეგ, უმცირესობამ ის იკადრა, რაც იკადრა – სხდომის ჩაშლის მცდელობა ჰქონდა. ასე რომ, თუ ვეტოს დაადებენ, იქნება რიგით მე-4 ვეტო.”

 

უსუფაშვილმა აღნიშნული კანონპროექტის მიღების მიზეზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს ორი ფაქტორით იყო განპირობებული – ზოგადი პოლიტიკა და ჰუმანისტური მიზანი. 

 

“5 წლის განმავლობაში, რაც არსებობს ეს კანონი, რა მიიღო ამით საქართველომ, რა შეიცვალა, რა შედეგი მივიღეთ. ამ პერიოდის განამვლობაში სულ 9 ადამიანია საზღვრის უკანონოს გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული. მათ შორისაა, თუ არ ვცდები, 7 სტუდენტი, რომლებიც რუსეთისა და აფხაზეთის გავლით, სომხეთში მიდიოდა. ის, რომ პირველ ჯერზე მხოლოდ ჯარიმა იქნება გათვალისწინებული დაკავების ნაცვლად, მე ამ ჯარიმასაც გავაუქმებდი და გაფრთხილებით შემოვიფარგლებოდი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი