მთავრობა ბორჯომის ტყის აღდგენაში დახმარების მსურველებისთვის ერთიან პლატფორმას ქმნის

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია  ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენის პროგრამაში ჩართვის მსურველებისთვის ერთიან ელექტრონულ პლატფორმას შექმნის.

მათივე ცნობით, დახმარების სურვილი უკვე გამოთქვეს როგორც ბიზნესის, საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა, ისე მოქალაქეებმა.

მათივე ცნობით, ერთიან ელექტრონულ პლატფორმაში აისახება ბორჯომის ტყის აღდგენის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობა და ინიციატივა.

გარდა ამისა,  ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებების, ტყის აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად უკვე გაიხსნა ანგარიშები როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში.

“ელექტრონული პორტალი შესაძლებლობას მოგვცემს, აღნიშნულ ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვის პროცესი, ისევე როგორც გაწეული ხარჯები, თვალსაჩინო, აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე იყოს, რათა ყველა მოქალაქისთვის ცნობილი იყოს, როგორ დაიხარჯება მის მიერ ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენისთვის ჩარიცხული თითოეული თეთრი,”- აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

ანგარიშის ნომრებზე, რომლებიც ქვემოთ არის მითითებული, შემოწირულობების ჩარიცხვა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აგრეთვე, უცხოეთში მცხოვრებ პირებს.
იხილეთ ანგარიშის ნომრები სახელმწიფო ხაზინაში:

ეროვნულ ვალუტაში თანხის ჩარიცხვისთვის (ლარი)
● კერძო კომპანიებიდან და ფიზიკური პირებიდან:
მიმდინარე ნებაყოფლობითი ტრანსფერები სახელმწიფო ბიუჯეტს (ლარი)
მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი _ TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 302003271

● უცხო სახელმწიფოთა საელჩოები საქართველოში:
მიმდინარე უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტები (ლარი)
მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი _ TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 302003003

● საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობიდან საქართველოში:
საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები (ლარი)
მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი _ TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 302003001

უცხოურ ვალუტაში ჩარიცხვისთვის:
აშშ დოლარი
Intermediary:
FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA (USD)
SWIFT CODE: FRNYUS33
ACC: 021087992 GEORG
Beneficiary’s bank:
NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22
Beneficiary: MINISTRY OF FINANCE OF GEORGIA
IBAN: GE65NB0331100001150207
ევრო
Intermediary:
DEUTSCHE BUNDESBANK, ZENTRALE FRANKFURT AM MAIN, DE (EUR)
SWIFT CODE: MARKDEFF
ACC: 5040040060
Beneficiary’s bank:
NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22
Beneficiary: MINISTRY OF FINANCE OF GEORGIA
IBAN: GE65NB0331100001150207

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი