ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სუს: ორჭოსანთან ხანძარს საოკუპაციო ძალების შესაბამისი ე.წ. სამაშველო სამსახურები ჩააქრობენ

24 აგვისტო, 2017 • 2394
სუს: ორჭოსანთან ხანძარს საოკუპაციო ძალების შესაბამისი ე.წ. სამაშველო სამსახურები ჩააქრობენ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სოფელ ორჭოსანთან, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კონტროლს ექვემდებარება, მცირე ხანძარი გაჩნდა.

“აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქმის კურსში იქნა ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები. ასევე, ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიზე, ორჭოსანის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარს, რომელსაც საოკუპაციო ძალების შესაბამისი ე.წ. სამაშველო სამსახურები უმოკლეს დროში ჩააქრობენ”, – ახადებენ სუს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი