ახალი ამბები

კობა დავითაშვილი ივანიშვილისგან შეურაცხყოფილია

7 მაისი, 2013 • 2211
კობა დავითაშვილი ივანიშვილისგან შეურაცხყოფილია

“ასეთი შეურაცხყოფა არც ერთი ოპონენტისგან არ მიმიღია”– იხსენებს კობა დავითაშვილი,– მე ვენდობი სერგეენკოს. საკითხში არ ჩამიხედავს, მაგრამ ვენდობი.”

კობა დავითაშვილმა პრესკონფერენცია პირველი რადიოს პრესკლუბში გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

პარლამენტარი ამბობს, რომ მას სერგეენკოსთვის ბრალი არაფერში დაუდია, უბრალოდ, მიაჩნია, რომ სქემა, რომელიც წინა მთავრობის დროს მოქმედებდა და ახლაც მოქმედებს დამზღვევსა და დაზღვეულს შორის, კორუფციულია.

 

დავითაშვილი გაკვირვებას ვერ მალავს, რომ  მიხეილ სააკაშვილის სიტყვები პრემიერისთვის უფრო სარწმუნოა, იხსენებს რა ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციაში გადასვლას.


“მე არ შემშინებია თავდაცვის მინისტრად მუშაობის (ვარდების რევოლუციის შემდეგ). პარლამენტში არ მივეცი ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებს და გადავედი ოპოზიციაში. ხელი დაადოს უბანს, რომელიც ბატონ ბიძინას ყველაზე მეტად უჭირს, მზად ვარ იქ ვიმუშაო.” დავითაშვილი არც სოფლის მეურნეობის მინისტრად მუშაობაზე იტყვის უარს. 

ივანიშვილმა “რუსთავი2″–ის ეთერში, ნინო შუბლაძის გადაცემაში “პოზიცია” კობა დავითაშვილის სეერგეენკოს მისამართით ნათქვამ ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სეერგეენკო უფრო მეტს მუშაობს, ვიდრე დავითაშვილი. პრემიერის თქმით, მისი გუნდის წევრები მას ეუბნებიან, რომ კობა “დღეს თუ ხვალ წავა ხელისუფლებიდან.” ივანიშვილის გაგცხადებით, მას არ სურს, კობა დავითაშვილმა კოალიცია დატოვოს და ამიტომ მას კიდევ ერთი შანსი მისცა. 


კობა დავითაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ პარლამენტში ფრაქციის შექმნას გეგმავს.


დავითაშვილმა არ იცოდა, რომ გია ხუხაშვილი პრემიერის მრჩეველია. იგი გია ხუხაშვილს იცნობს როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის მრჩეველს. მისი თქმით, გია ხუხაშვილზე მითებია შექმნილი:


“არასდროს ვიყავი ამ მითების მომხრე. ხან ხუხაშვილზე იქმნება მითები, ხან უსუფაშვილზე, ხან რესპუბლიკელებზე. ამ მითების მიზანი ბიძინა ივანიშვილია. ვისაც ეშინია ბიძინა ივანიშვილის გაკრიტიკება მისი მაღალი რეიტინგის გამო, იწყებს ხუხაშვილის და სხვის გაკრიტიკებას. ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანია და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი