ახალი ამბები

გელაპი: საქართველო 2013 წელს ეკონომიკის განვითარებას ყველაზე იმედიანად მოელის

6 მაისი, 2013 • 1840
გელაპი: საქართველო 2013 წელს ეკონომიკის განვითარებას ყველაზე იმედიანად მოელის

გელაპ ინტერნეშენალის კვლევაში „იმედისა და ბედნიერების გლობალური ბარომეტრი“ საქართველომ 63 ქულით პირველი ადგილი დაიკავა ეკონომიკური წინსვლისადმი ყველაზე იმედიანად განწყობილი სახელმწიფოების 54- წევრიან ჩამონათვალში.

 

ინტერვიუერებმა შერჩეული სახელმწიფოებიდან უპასუხეს შეკითხვას:

წინა წელთან შედარებით, თქვენი შეხედულებით, მომავალი წელი ეკონომიკური წინსვლის, ეკონომიკური უკუსვლის, თუ ეკონომიკური სტაგნაციის წელი იქნება?

 

აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 35% ეკონომიკურ წინსვლას მოელის, 28% სკეპტიკურადაა განწყობილი. 29% არანაირ ცვლილებას ელოდება, 9%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

 

ყველაზე იმედიანი სახელმწიფოების ათეული ასეთია:

 

საქართელო, აზერბაიჯანი, ბრაზილია, მოზამბიკი,  ჩინეთი, პერუ, ინდოეთი, საუდის არაბეთი, ეკვატორი, ფილიპინები.

 

ყველაზე უიმედო ქვეყნების ათეული ამგვარი:

 

პორტუგალია, საფრანგეთი, ლიბანი, ბელგია,ესპანეთი, ბოსნია, ირლანდია, გერმანია, პოლონეთი, გაერთიანებული სამეფო.

 

ეკონომიკური წინსვლისადმი იმედიანი დამოკიდებულება საქართველოში წინა სამ წელთან შედარებით გაუმჯობესდა: 2010 წელს იყო 0; 2011 წელს – 43; 2012 კი– 63.

 

საქართველოს მოსახლეობის 69% 2013 წელს ეკონომიკის წინსვლას მოელის, 6%- ეკონომიკურ სირთულეს, 14% არავითარ ცვლილებას არ მოელის, ხოლო 11%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

 

გელაპმა გამოკითხული მოქალაქეების ზოგადი ბედნიერებაც შეამოწმა. ამ ჩამონათვალში საქართველო 50 ქულით სინგაპურთან ერთად მეთოთხმეტე ადგილს იკავებს. კავკასიაში მას აზერბაიჯანი უსწრებს 66 ქულით, სომხეთს 46 ქულა ერგო. რუსეთს – 36.

 

მსოფლიო მასშტაბით 55, 817 ადამიანი გამოიკითხა. თითოეული სახელმწიფოდან 1000 ადამიანამდე. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუირებით, ტელეფონითა და ინტერნეტის საშუალებით. კვლევის სანდოობა 91% +3–5 პროცენტიანი ცდომილებით.

გელაპი კვლევას 1977 წლიდან ატარებს, საქართველოში ამგვარი კვლევა პირველად 1990-იან წლებში ჩაატარა. კვლევა ყოველი წლის ბოლოს ტარდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი