ახალი ამბები

პრეზიდენტი: დავინახეთ, რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს

23 აგვისტო, 2017 • 1804
პრეზიდენტი:  დავინახეთ, რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 23 აგვისტოს დილით ბორჯომის ხეობაში  ჩავიდა, სადაც მეოთხე დღეა ხანძარია.

“ამ რთულ მომენტში ერთიც არის მნიშვნელოვანი და ჩვენთვის ძალიან იმედისმომცემი –  ჩვენ დავინახეთ, რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს,  რამდენი გულწრფელი მეგობრები გვყავს ქართველებს –  სომხები, აზერბაიჯანლები, თურქები, ბელორუსები. პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან – ეს, რა თქმა უნდა, ამ რთულ მომენტში,  როდესაც იბრძვი იმისთვის, რომ არ იყოს მატერიალური და ადამიანური ზარალი, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია.  დიდი მადლობა ჩვენს ყველა მეგობარს, რომელიც ასე ოპერატიულად გამოგვეხმაურა და დაგვეხმარა”, – განაცხადა მარგველაშვილმა 23 აგვისტოს ბორჯომში.

მისი თქმით, ხდება ლოკალიზება იმ ახალი ხანძრის კერების, რომელთა ჩაქრობა და გაუვნებელყოფა არის აუცილებელი.

“ტექნიკურად სიტუაცია კონტროლდება თავიდან ბოლომდე, მაგრამ არეალიდან გამომდინარე გრძელდება ინტენსიური სამუშაოები. ერთი არის, რომ თქვენ ხედავთ, ამწუთას ცეცხლი თითქმის ლოკალიზებულია, თუმცა ამ ტერიტორიის ბოლომდე გაუვნებელყოფას  ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო სჭირდება”, – განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან.

გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის ხეობაში, სადაც ხანძრის გამო ტყე დაიწვა. 23.08.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/თაკო სონღულაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 22 აგვისტოს გამოსცა ბრძანება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ, რომელიც 23 აგვისტოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ხანძარი ბორჯომის ხეობაში 20 აგვისტოს გაჩნდა და ამ დრომდე მისი ლოკალიზება ვერ ხერხდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი