სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებს 38 მსჯავრდებული, მათ შორის 1 ქალი და 6 მძიმე ავადმყოფი; დადებითად გადაწყდა ერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საკითხიც, რომლის შესახებაც არასრულწლოვანთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოს დამატებითი კონსულტაციის შედეგად უნდა მიეღო გადაწყვეტილება.
სამინისტროს ცნობით, პრიორიტეტი მიენიჭათ პირებს, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან ხასიათდებიან დადებითად და სასჯელის სრულ მოხდამდე დარჩენილი აქვთ 6-თვემდე, ამასთანავე, ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.








