ახალი ამბები

გამოძიების პირველადი ვერსიით, პატიმარმა ციხეში თავი ჩამოიხრჩო

2 მაისი, 2013 •
გამოძიების პირველადი ვერსიით, პატიმარმა ციხეში თავი ჩამოიხრჩო

“როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდუილი დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გახდა ცნობილი, 2013 წლის 1 მაისს მსჯავრდებულმა კუჭის ტკივილი მოიმიზეზა და უარი განაცხადა სეირნობაზე. სეირნობიდან დაბრუნებულმა თანასაკნელებმა მსჯავრდებული კ.ა. გარდაცვლილი იპოვეს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახურის პირველადი ვერსიით ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას (საკუთარი ზეწრის გამოყენებით – ასფიქსია).

საქმეს იძიებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

 

ქუთაისის #2 საპყრობილეში რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა, რომელიც, სამინისტროს ცნობით, ჩართული იყო „მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის მკურნალობის“ პროგრამაში:

 

“2013 წლის 14 აპრილს, 22:00 საათზე მსჯავრდებულმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი ქუთაისის საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

 

გარდაცვლილს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გამოძიება ელოდება ჰისტოლოგიური გამოკვლევის შედეგებს, რის შემდეგაც დადგინდება გარდაცვალების ზუსტი მიზეზი”, – განმარტა აღნიშნულ ფაქტზე სამინისტრომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი