ახალი ამბები

მთავრობის წევრები დავით კირვალიძის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურებიან

2 მაისი, 2013 •
მთავრობის წევრები დავით კირვალიძის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურებიან

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე სხვა პიროვნების კანდიდატურა არ განიხილება და ეს თანამდებობა ვაკანტური და თავისუფალი დარჩება იქამდე, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.


მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

ფანჯიკიძის თქმით, გამოძიების მიმდინარეობასა და შედეგებზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ის აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ კირვალიძე ამ საქმეში უდანაშაულოა და დაუბრუნდება თავის თანამდებობას.


 

 

 

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით კი, მისთვის ცნობილი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამართალდამცველები გარკვეულ საკითხებს სწავლობდნენ, თუმცა მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ ცნობა მან მედიიდან შეიტყო. წულუკიანი მომხდარზე დეტალური კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეს არ იცნობს. წულუკიანი ძალიან წუხს, რომ მთავრობის ერთ–ერთი წევრი გამოაკლდათ და ამბობს, რომ ეს დღე მისთვის საკმაოდ მძიმე იყო.

 

გამოძიების დასრულებამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროში განვითარებული მოვლენების კომენტირებისაგან თავს იკავებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძეს უფლებამოსილება 2 მაისს შეუჩერდა.  მან დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრს მიმართა მისი უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით რაც ბიძინა ივანიშვილმა დააკმაყოფილა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი