ათიათასობით ადამიანი გამოვიდა აშშ-ში, ქალაქ ბოსტონის ქუჩებში რასიზმის წინააღმდეგ. მსვლელობა პარალელურად მემარჯვენე აქტივისტების მიერ “გამოხატვის თავისუფლების” სახელით ჩატარებული აქციის საპირისპიროდ მოეწყო. ამ აქციას ადამიანების მცირე ჯგუფი შეუერთდა, რომლებმაც პოლიციის დახმარებით მალევე დატოვეს ტერიტორია.
ბოსტონის მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, ისინი არ მისცემენ საშუალებას რასიზმისა და ფანატიზმის გავრცელების საშუალებას. დამოკიდებულება ჯგუფებს შორის შარლოტსვილის მოვლენების შემდეგ განსაკუთრებით შეიცვალა, სადაც შეტაკება ულტრა-მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებით დასრულდა.
“ბოსტონ ჰერალდის” ინფორმაციით, მსვლელობას 30 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. დემონსტრანტები ბოსტონის სპორტულ ცენტრთან შეიკრიბნენ და ქალაქის საბჭოსკენ გაემართნენ. ისინი სკანდირებდნენ “არა ნაციზმს, არა KKK-ს, არა ფაშიზმს აშშ-ში!”. ასევე თან ჰქონდათ ბანერები, წარწერით “შეწყვიტეთ რასიზმის პატრიორიზმად წარმოჩენა!”
პოლიციამ მშვიდობიანი მსვლელობისათვის დემონტრანტთა ორ ჯგუფს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ მისცა. ქალაქში გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები. თუმცა 33 ადამიანი მაინც დააკავეს, რომლებიც ქვებსა და ბოთლებს პოლიციის ოფიცრებს ესროდნენ.
ბოსტონის გარდა საპროტესტო მსვლელობა მოეწყო ჯორჯიის შტატ ქალაქ ატლანტაშიც.