“ჩვენ ვიქნებით შეუწყნარებლები სიძულვილის და ძალადობის მიმართ, ასეთი ჯგუფების ადგილი ამერიკაში (ამერიკის) საჯარო სივრცეში არ არის,” – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ვირჯინიის შტატში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განითარებულ მოვლენებს, რომელსაც ადამიანების სიცოცხლეც შეეწირა.
ვირჯინიაში მიმდინარე მოვლენებს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტვიტერში მალევე გამოეხმაურა, რამდენიმე საათის შემდეგ კი ოფიციალური განცხადებაც გააკეთა:
“ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმ მოვლენებს, რაც ვირჯინიაში ხდება. ჩვენ ვგმობთ ძალადობას. ამ ქვეყანაში არც ერთ მოქალაქის უსაფრთხოებას საფრთხე არ შექმნია. არც ერთ ბავშვს ქუჩაში გასვლა, თამაში და მშობლებთან ერთად ყოფნის არ შეშინებია. მე ვესაუბრე ვირჯინიის შტატის გუბერნატორს და შევთანხმდით, რომ სიძულვილი და გარკვეული ნიშნით დაყოფა უნდა შეწყდეს და ეს უნდა შეწყდეს ახლავე. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ამერიკის სიყვარულით,” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
თუმცა ტრამპის განცხადებას კრიტიკა მოჰყვა, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე თავისი გუნდის წევრებისაგან. ისინი აცხადებედნენ, რომ პრეზიდენტის განცხადება არ იყო საკმარისად მკაცრი ნაცისტური ჯგუფესადმი.
ყველაფერი შტატ ვირჯინიის ქალაქ შარლოსტვილში 12 გვისტოს თეთრკანიანი ნაციონალისტების საპროტესტო აქციით დაიწყო. ნაციონალისტების პროტესტი ქალაქის საბჭოს იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც აშშ-ის სამოქალაქო ომის გენერლის, მონობის მომხრე რობერტ ლის ქანდაკების აღებას გულისხმობდა. რობერტ ლი კონფედერაციის ძალებს სამოქალაქო ომის დროს 1861-1865 წლებში სარდლობდა.
აქციის მონაწილეები, რომელთა უმეტესობას თეთრკანიანი კაცები შეადგენდნენ სკანდირებდნენ: „ჩვენ ვერ ჩაგვანაცვლებთ“, „ებრაელი ვერ ჩაგვანაცვლებს.“
საპროტესტო აქცია შეტაკებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ნაციონალისტებს ანტი-რასისტული ჯგუფები დაუპირისპირდნენ. ნაციონალისტების ერთ-ერთი წარმომადგენელი კონტრაქციაზე მანქანით შეიჭრა და აქციის მონაწილეებს გადაუარა. სამართალდამცავების ინფორმაციით, 20 წლის ჯეიმს ალექს ფილდსი იმ მანქანის მძღოლი იყო, რომლიც კონტრაქციის მონაწილეებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. ფილდი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შემთხვევას 32 წლის ქალი ემსხვერპლა. პოლიციის ცნობით, ჰეზერ ჰეიერი იმ დროს დაიღუპა, როდესაც ქუჩაზე გადადიოდა. დაკავებული ჯეიმ ალექს ფილდსის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ შვილთან პოლიტიკაზე არასოდეს უსაუბრია და მისი ექსტრემისტული იდეების შესახებ აქამდე არ სმენოდა.
ასევე აქციაზე პოლიციის დასახმარებლად გამოძახებული ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი პილოტი და მგზავრი დაიღუპნენ.
“ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მსგავს რამეს ამერიკაში ვნახავდი,” – უთხრა BBC-ს კონტრაქციის მონაწილე სტუდენტმა.
შარლოსტვილი ლიბერალურ საუნივერსიტეტო ქალაქად ითვლება, რომლის მოსახლეობის 86%-მა, 2016 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰილარი კლინტონს დაუჭირა მხარი.