ახალი ამბები

ჯაჭვლიანის პასუხი უსუფაშვილს დეპუტატ მსახიობებზე

1 მაისი, 2013 •
ჯაჭვლიანის პასუხი უსუფაშვილს დეპუტატ მსახიობებზე

“რომ იცოდეთ უსუფაშილის აზრი, ჩვენ გვყავს უმრავლესობა პარლამენტში. მათ გამოცდილება არ აქვთ პარლამენტში მუშაობის. უსუფაშვილი ყოველდღე მახსენებს, რომ არ გავბედო და არ შევიყვანო სიაში ცნობილი მსახიობი ან ვინმე სხვა. მას უნდა შეეძლოს მუშაობა კანონებთან, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეს გამოცდილება და ასეთ ადამიანებს ვეძებთ. პირდაპირ მახსენებს, ვისი გუნდის წევრიც არ უნდა იყოს, მაგრამ მან უნდა იცოდეს, როგორ იმუშაოს პარლამენტში, ჩვენი გუნდიდან სამი კაციც ვერ მეხმარება – ასეთი პოზიცია აქვს უსუფაშვილს. ჩვენ შევიყვანეთ ჩვენი საყვარელი ხალხი სიაში, მოვიგეთ არჩევნები, მაგრამ იქ არის პროცედურა. ჩვენ კანონშემოქმედებით უნდა დავიწყოთ. თუ გვინდა დემოკრატია ავაშენოთ, კანონები უნდა შევქმნათ და მერე უნდა შევასრულოთ,” – განაცხადა ივანიშვილმა 14 მარტს.

დეპუტატმა ჯაჭვლიანმა დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა სიტყვით და განაცხადა, რომ მსახიობ დეპუტატებს არ აწყენდათ დავით უსუფაშვილისგან ბოდიშის მოხდა: 


სოსო ჯაჭვლიანი
სოსო ჯაჭვლიანი

“ბატონ დავითს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. თურმე ჩვენი პროფესიის ადამიანები არ გვჭირდება პარლამენტში. ცნობისათვის, მსახიობი იყო რონალდ რეიგანი, მსახიობი და სპორტსმენი იყო არნოლდ შვარცნეგერი, დრამატურგი იყო ვაცლავ ჰაველი. კრწანისის ომში მაჩაბელი თავისი დასით, 33 ვაჟკაცით შეეწირა სამშობლოს, მე მგონი, ისინიც მსახიობები იყვნენ.

ჩიორას ბოდიშის მოხდას მე მართლა გულწრფელად მივესალმები, მაგრამ არც ჩვენ გვაწყენდა ბოდიშის მოხდა. ჩვენ პარლამენტში ბევრნი ვართ, არ ვართ დასაკარგი ქართველები. ერთმანეთის გვერდში დგომით უფრო გავძლიერდებით, და საამური გახდება პარლამენტში ფუსფუსი,” – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი