“დღეს ვარ უმცირესობაში, მომავალში ვნახოთ, რა იქნება, პარტიის წევრი არასოდეს არ ვიყავი, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა რიგებში ვარ”, – განაცხადა როლანდ ახალაიამ დღეს, 1 მაისს, ბაჩო ახალაიას მინისტრობის პერიოდში გადაღებული ფილმის ჩვენებაზე.
სხვა საკითხებთან დაკავშირებით ახალაიას კომენტარი არ გაუკეთებია, მათ შორის არც დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ ქსელ facebook-ზე გავრცელდა. სწორედ ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა ხმა, რომ როლანდ ახალაიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა რიგები დატოვა.
