ახალი ამბები

კინოს სახლში ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების შეკრება გაიმართება

30 აპრილი, 2013 • • 1376
კინოს სახლში ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების შეკრება გაიმართება

აღნიშნული ღონისძიება დღეს, 30 აპრილს პრაიმტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გიგი კალანდაძემ დააანონსა. მისი თქმით, შეკრებაზე ახალაიას მხარდასაჭერი განცხადებები გაკეთდება. მასში მონაწილეობას ახალაიას ახლობლები და მისი მხარდამჭერი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ.

კალანდაძემ არ დაადასტურა გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ხვალისათვის დაგეგმილ შეხვედრაზე შესაძლოა ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების შესახებ გაკეთდეს განცხადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი