ახალი ამბები |

ლაფანყურის ოპერაციის გამოძიება კანონის დარღვევით

30 აპრილი, 2013 | | 1123
ლაფანყურის ოპერაციის გამოძიება კანონის დარღვევით

“ალბათ, მაისის ბოლოს გამოიტანენ რამე გადაწყვეტილებას”, – ამბობს სახალხო დამცველი.

 

მისი აზრით, თუ შეიქმნება კომისია, აუცილებელია მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არამედ შესაბისი კომპეტენციის მქონე საზოგადოების წევრებმა. ასევე, აუცილებელია ჯგუფში შეიყვანონ ჩეჩნების დიასპორის წარმომადგენლებიც.

 

უჩა ნანუაშვილი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ნუ დაარღვევს კანონს ლაფანყურის სპეცოპერაციის ხელახალი გამოძიების ეტაპზე:

 

ლაფანყური
ლაფანყური

“ეს ოპერაცია ჩაატარა შს სამინისტრომ. საქმეს ახლაც შს სამინისტროს კონტრდაზვერვა იძიებს. არსებობს უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია და იუსტიციის მინისტრის 2010 წლის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტება ან რაიმე დარღვევა აუცილებლად პროკურატურამ უნდა გამოიძიოს”.

 

სახალხო დამცველის მოთხოვნას შს სამინისტრო ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. უჩა ნანუაშვილისთვის ასევე უცნობია, სოფელ დუისიდან მასთან მისულ მოქალაქეებზე ხომ არ განხორციელდა რაიმე სახის ზეწოლა იმის გამო, რომ მას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს.

 

სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს, ეფექტურად გამოიძიოს 19 აპრილს გაუჩინარებული დაღესტნელი მოჯაჰედის საქმეც. სახალხო დამცველის თქმით, ერთი მოჯაჰედი გასული წლის დეკემბერშიც გაუჩინარდა. მისთვის უცნობია, რა ღონისძიება გაატარა საქართველოს ხელისუფლება ამ ორი პირის მოსაძებნად.

 

შეიძლება თუ არა რაიმე სახის კავშირები არსებობდეს მოჯაჰედების გაუჩინარებასა და ლაფანყურის სპეცოპერაციას შორის? – სახალხო დამცველი ამბობს, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის.

 

ლაფანყურის სპეცოპერაცია საქართველოს ხელისუფლებამ გასული წლის აგვისტოში ჩაატარა. ოფიციალური ვერსიით, ოპერაციის დროს 11 დივერსანტი და სამი ქართველი პოლიციელი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი