ახალი ამბები

რუსეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

30 აპრილი, 2013 • • 1164
რუსეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

როგორც აზერბაიჯანული მედია როსტოვის სამართალდამცავ ორგანოზე დაყრდნობით იუწყება, დაკავებულთაგან 3 აზერბაიჯანელია, ხოლო 4 – საქართველოს მოქალაქე. რუსეთის საგამოძიებო უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები ორ დანაშაულებრივ ჯფუფში ერთიანდებოდნენ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ნარკოტიკების ტრაფიკს ახორციელებდნენ.


გამოძიების მტკიცებით, დაკავებისას აღნიშნულ პირებს თან დიდი რაოდენობით (თითოეულ მათგანს 3–დან 8 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი აღმოაჩნდათ.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ჯერჯერობით ამ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. საგარეო უწყებაში “ნეტგაზეთს” რუსული საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ცნობის გადამოწმებას დაჰპირდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი