ახალი ამბები

აზერბაიჯანი, თურქეთი, ბრიტანეთი – პირდაპირი ინვესტიციების მთავარი წყაროები საქართველოში

16 აგვისტო, 2017 • 2203
აზერბაიჯანი, თურქეთი, ბრიტანეთი – პირდაპირი ინვესტიციების მთავარი წყაროები საქართველოში

საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 1565.9 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ეს მონაცემი 0.1 პროცენტით აღემატება 2015 წლის იმავე მონაცემებს.  2012-2016 წლებში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია 2014 წელს შემოვიდა.

lkdjfl

ყველაზე მეტი ინვესტიცია აზერბაიჯანმა განახორიცელა. ინვესტიციის მოცულობა 558 მილიონი აშშ დოლარია. მას მოსდევს თურქეთი -203 მილიონი აშშ დოლარით და გაერთიანებული სამეფო 118 მილიონი აშშ დოლარით.

lkdjfl

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, 2016 წელს 59.4 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 671.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობა 129.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – საფინანსო სექტორი 129.0 მლნ. აშშ დოლარით.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი