“შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ სამივე ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს იყო ყველაზე დემოკრატიული არჩევნები,” – განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ზოგიერთი უბნიდან ხელოვნურად ფერხდება შედეგების მიწოდება ოლქში, თუმცა იგი იმედოვნებს, რომ ეს პრობლემა მალე აღმოიფხვრება.
ხიდაშელი ამბობს, რომ არჩევნების შედეგები დღეს საღამოს, 12:00 საათისთვის ცნობილი გახდება ბაღდათისა და სამტრედიის ოლქებში, ხოლო იმის გამო, რომ ნაძალადევი შედარებით უფრო დიდი ოლქია, შესაძლოა აქ უფრო დაზუსტებული შედეგები ხვალისთვის გამოაქვეყნოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.