ახალი ამბები

ნაძალადევის 24-ე უბანში საიას საჩივარზე ჟურნალისტებთან დაკავშირებით არაფერი იციან

27 აპრილი, 2013 • 1158
ნაძალადევის 24-ე უბანში საიას საჩივარზე ჟურნალისტებთან დაკავშირებით არაფერი იციან

ამ საარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენელების უფლებების შელახვასთან დაკავშირებით ინფორმაცია  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა.

თუმცა კომისიის წევრი ციხისელი ამბობს, რომ  კომისიის არც ე

ნაძალადევის 24-ე საარჩევნო უბანი
ნაძალადევის 24-ე საარჩევნო უბანი

რთი წევრი არ არის საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა 24-ე უბნის თაობაზე საჩივარი დაწერა.

“ვადასტურებთ რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან იყო დამკვირვებელი გოგონა. პირველად მისი მოსვლა 8.30 საათზე დაფიქსირდა. შემდეგ გავიდა დ ამოვიდა დაახლოებით 2 საათის წინ. ჩვენი თანდასწრებით მას არავითარი საჩივარი არ დაუწერია. ერთადერთი, მოგვცა უხეში შენიშვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლებოდა უბანზე სიცილი. როგორც მე ვიცი, სიცილი დასჯადი არაა”, – განაცხადა ციხისელმა.  მისი თქმით, კომისიის წევრებს ეკრძალებათ უბნის პერიმეტრის დატოვება, ამიტომ, თუ რაიმე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი გარეთ, ამის შესახებ საქმის კურსში არ არიან.

რაც შეეხება საარჩევნო უბნის გარეთ დაპირისპირებას, როგორც კავკასიის დიალოგის ცენტრის დამკვირვებელი ვალერიანე ზირაქაშვილი აცხადებს, მას და “ქართული ოცნების” რამდენიმე  მხარდამჭერს შელაპარაკება მოუვიდათ რეზონანსის ორ ჟურნალისტთან:


“რეზონანსის” ჟურნალისტებმა ქართული ოცნების მხარდამჭერებს ბეიჯების წარმოდგენა მოსთხოვეს. თუმცა ისინი არ იმყოფებოდნენ უბნის შიგნით, ამიტომ ჟურნალისტს ამის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა. მე კარგად ვიცი ჟურნალისტის უფლებები და მათ მოვალეობაში ბეიჯების შემოწმება ნამდვილად არ შედის”, – განაცხადა ვალერიანე ზირაქაშვილმა.  მისი თქმით, შელაპარაკება 5 წუთს გაგრძელდა და ამის შემდეგ ჟურნალისტებმა ტერიტორია დატოვეს.


საიას ცნობით კი, “რეზონანსის კორესპონდენტების – სალომე სიგუას, თამთა კაკაურიძისა და იაგო ნაცვლიშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შერაცხყოფას და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის ცენტრის“ დამკვირვებლის მიხეილ მიქაშავიძის, „კავკასიის კვლევითი ცენტრის“ დამკვირვებლების ვალერიან ზირაქაშვილისა და ვინმე გიორგის მიერ, რომლებმაც თავი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებად წარადგინეს”.


საიას ცნობით, ამ თემაზე შეადგინეს საჩივარი ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე მოთხოვნით, რომ კომისიამ შეადგინოს ადმინისტარაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მედიის წარმომადგელნლებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის თაობაზე, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმას 500 ლარის ოდენობით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი