ახალი ამბები

პარიზის მახლობლად კაცი რესტორანში მანქანით შეიჭრა – დაიღუპა ბავშვი

15 აგვისტო, 2017 • 1523
პარიზის მახლობლად კაცი რესტორანში მანქანით შეიჭრა – დაიღუპა ბავშვი

13 წლის გოგონა დაიღუპა და 5 მძიმედ დაშავდა პარიზის მახლობლად, ქალაქ სეტ-სორტში, როდესაც რესტორნების ტერასაზე მანქანა შეიჭრა. როგორც პარიზის პოლიციაში აცხადებენ, მანქანის მძღოლი გამიზნულად მოქმედებდა, თუმცა მომხდარს ტერორიზმის კვალიფიკაციას სამართალდამცავები არ ანიჭებენ.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ გოგონა და მისი ოჯახი რესტორანში სადილობდნენ, როდესაც ინციდენტი მოხდა. მძიმედ დაშავებულებს შორის გოგონას 3 წლის ძმაცაა.

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ კაცი დააკავა. მან განაცხადა, რომ თავის მოკვლა სურდა და მანქანაში თან ჰქონდა რამდენიმე სახის იარაღი. პოლიციის ოფიცრები აცხადებენ, რომ ის არათანმმდევრულ და დამაბნეველ განცხადებებს აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი