ახალი ამბები

vakansia

26 აპრილი, 2013 • • 1788
vakansia

ზემოხსენებული დეტალი ვაკანსიის მოთხოვნების გრაფაშია ჩადებული: აპლიკანტის სასურველი ასაკი 30–დან – 60 წლამდე უნდა მერყეობდეს. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე–15 მუხლში წერია, რომ სახელმწიფო მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. რაც შეეხება თვითმმართველობების მოხელეთა მიღების წესს, იმავე კანონის მე–16 მუხლი განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, აქვს საშუალო განათლება მაინც და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.

ირღვევა თუ არა კანონი და არის თუ არა ეს ასაკობრივი ცენზი? – ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომართა, სადაც განაცხადეს, რომ ამ ვაკანსიაში ჩადებული პუნქტი კანონს არ არღვევს, რადგან 30–დან 60 წლამდე ასაკობრივი დათქმა, არა აუცილებელი მოთხოვნა, არამედ მხოლოდ სასურველი კრიტერიუმია. როგორც “ნეტგაზეთს” ასპინძის საკრებულოს მთავარმა სპეციალისტმა სლავა სუარიძემ განუცხადა, კონკურსში მონაწილეობა არც 30 წლამდე და არც 60 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებს არ ეკრძალებათ.


“ეგ სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ 30 წლამდე ადამიანმაც მიიღოს მონაწილეობა კონკურსში. ეს არ არის მოთხოვნა, რომელიც არის აუცილებელი. ეს სასურველის გრაფაშია მითითებული”, – ამბობს სუარიძე და დასძენს, რომ საკრებულოს ამ თანამდებობაზე გამოცდილი კადრის შერჩევა სურს და სწორედ ამიტომ დააწესა სასურველ ასაკად 30–60 წელი. აღსანიშნავია, რომ დამსაქმებელი ამ შემთხვევაში  მხოლოდ 3 – წლიან სამუშაო გამოცდილებას ითხოვს.


კითხვას, ხომ არ დააბნევს ეს დეტალი მგალითად; კონკურსში მონაწილეობის სურვილის მქონე იმ პირებს, რომლებსაც 30 წელი ჯერ არ შესრულებიათ, სუარიძე შემდგენაირად პასუხობს:


“თუ დაიბნევა, დაიბნევა იმიტომ, რომ კარგად არ დააკვირდება… სასურველი და აუცილებელი სხვადასხვა რაღაცებია”, – ამბობს იგი.


საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ვაკანსიაში ზემოხსენებული დეტალის შეცვლა არ იგეგმება, რადგან ამით არც ვინმეს უფლება ილახება და არც კონსტიტუცია.


ვაკანსიაზე განცხადების შეტანის ვადა 3 მაისს იწურება. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა გამგებელმა ბესიკ ბექაურმა თანამდებობა დატოვა.


გამგებლის თანამდებობრივი სარგო 2600–2650 ლარს შეადგენს. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად – დოკუმენტაციის შერჩევის და გასაუბრების ფორმით. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი მონაწილეობს კონკურსში. გამგებლობის მსურველ კანდიდატს უმაღლესი განათლება და მინიმუმ 3–წლიანი სამუშაო გამოცდილება უნდა გააჩნდეს. გარდა ამისა, მოეთხოვება გარკვეული საკანონმდებლო აქტების ცოდნა და სასურველია, რომ განათლება ეკონომისტ–მენეჯერის სპეცილობით ჰქონდეს მიღებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი