ახალი ამბები

თეა წულუკიანი: დათა ახალაია ფასდაუდებელ ინფორმაციას ფლობს

26 აპრილი, 2013 •
თეა წულუკიანი: დათა ახალაია ფასდაუდებელ ინფორმაციას ფლობს

თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა,  რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ბევრი იცის თუნდაც მხოლოდ გირგვლიანის საქმეზე.

 

 

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

გამოძიებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ ახალაიასთვის გარანტიების მიცემას იუსტიციის მინისტრი მიუღებლად მიიჩნევს: “დათა ახალაია, პრეზიდენტის არ იყოს, ბევრ ინფორმაციას ფლობს, თუნდაც მხოლოს გირგვლიანის საქმეზე. მისი ინფორმაცია ან თანამშრომლობა გამოძიებასთან ფასდაუდებელი იქნება. თუმცა იგი ბევრ სხვა ადამიანთან ერთად ინარჩუნებს საოცარ პოზიციას – არ ამბობს, რაც იცის. მან ბევრი რამ იცის და თუ თავთან სასაყვედურო არაფერი აქვს, რატომ არ ამბობს, რაც იცის, გაუგებარია”.

 

იუსტიციის მინისტრი “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წარმომადგენელთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს:

 

“არ მინდა დეტალებზე საუბრით მათ რღვევას ხელი შევუწყო. თუმცა ნოემბრის მშვიდი დღეები რომ დადგება, შეიძლება საუბარი მათთან. რა ტიპის თანამშრომლობა იქნება, ეს სხვა საკითხია. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ქვეყნის შენებაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი