ახალი ამბები

თეა წულუკიანი: პრეზიდენტი მარტო დარჩენილი ერთი კაცია

26 აპრილი, 2013 • • 1088
თეა წულუკიანი: პრეზიდენტი მარტო დარჩენილი ერთი კაცია

ეს განცხადება  წულუკიანმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში” გააკეთა:

 

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

“პრეზიდენტი მარტო დარჩენილი ერთი კაცია, რომელიც ძალაუფლებას ვეტოს გარდა ვეღარაფრით აჩვენებს. არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაიკითხოს”.

 

წულუკიანის განცხადებით, ქვეყანაში სამართალმა უნდა იზეიმოს და უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც, თუ საჭირო იქნება, მასაც დაკითხავს და გაასამართლებს იმ შემთხვევაში, თუ ის იუსტიციის მინისტრის რანგში ყოფნისას რამეს დააშავებს.  

 

თეა წულუკიანის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობამ დაკარგა ის კონსოლიდირებული კლანური სახე, რაც უმრავლესობაში ყოფნისას ჰქონდა:

 

“ძალიან მარგინალები გახდნენ, რომლებიც ისეთი რადიკალიზმით გამოირჩევიან, ხანდახან შალვა ნათელაშვილს უსწრებენ ხოლმე. შალვა ნათელაშვილი არის რადიკალიზმის მამა საქართველოში. ნათელაშვილზე უფრო რადიკალი რომ იქნები, ე.ი რასთან გვაქვს საქმე. მათ რადიკალიზმში შალვა ნათელაშვილსაც გაუსწრეს”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი