როგორც მარგველაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს.
“ეს იქნება დიდი ეროვნული ზეიმი, რომლის მთავარი და წარმმართველი ძალა იქნება ის, რომ ვიზეიმებთ ასეთ საამაყო დღეს. ამაში ჩართული იქნება ყველა. ეს იქნება დიდი თანხმობის დღე”, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისი შესაძლოა აღლუმის გარეშე ჩატარდეს. ამ მოსაზრებას მხარს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშილი უჭერს.








