ახალი ამბები

9 აგვისტოს გამთენიისას მაგთიკომის მობილური ინტერნეტი 2 საათით გაითიშება

8 აგვისტო, 2017 • 2592
9 აგვისტოს გამთენიისას მაგთიკომის მობილური ინტერნეტი 2 საათით გაითიშება

“მაგთიკომის” განცხადებით, 9 აგვისტოს გამთენიისას მობილური ოპერატორის აბონენტებს მობილური ინტერნეტით სარგებლობა შეზღუდებათ. კომპანიაში აცხადებენ, რომ დაგეგმილია ტექნიკური სამუშაოები და გამთენიისას 3:00-დან 5:00-საათამდე პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით 2G, 3G da 4G ქსელი გაითიშება:

“მაგთიკომი გაცნობებთ, რომ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო 08 აგვისტოდან 09 აგვისტოს ღამეს 03:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაითიშება  2ჯი, 3ჯი, 4ჯი ქსელი, რაც გამოიწვევს აქტიური სესიების გაწყვეტას.  მითითებულ პერიოდებში  სადგურების გათიშვა მოხდება ეტაპობრივად მაქსიმუმ 10 წუთით” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“მაგთიკომი” აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ მობილური ინტერნეტი აღდგენის შემდეგ, შესაძლოა თავიანთი აპარატურის გადატვირთვა დასჭირდეთ, თუ მათი მოწყობილობა ავტომატურად არ ახდენს PDP სესიის გახსნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი