ახალი ამბები

ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სირიიდან დაბრუნების გზები მოიძებნა

31 აგვისტო, 2013 •
ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სირიიდან დაბრუნების გზები მოიძებნა

“დაახლოებით 22 ქალია სირიაში, ძირითადად არიან ქალები, რომლებიც ბიზნეს- საქმიანობას ეწევიან, ჩვენ ყველა მათგანთან კონტაქტი გვაქვს, ვისაც დაბრუნების სურვილი აქვს, და ჩენ კატეგორიულად ვურჩევთ მათ საქართველოში დაბრუნებას, ყველასთვის გვაქვს დაბრუნების გზები გამონახული. პირველ ეტაპზე ისინი უსაფრთოდ უნდა გადავიყვანოთ ბეირუთში, ეს მათთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს, შემდეგ გადავიყვანთ ეგვიპტეში, ჩვენ ეგვიპტიდან ვფარავთ სირიას და ამიტომ საკონსულო, საელჩო ეგვიპტეში მათთან მუდმივ კონტაქტშია, შემდეგ მათი ჩამოყვანის გზები უკვე დადგენილია და ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში განხორციელდება”– განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

 

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური მდივნის, ჯონ ქერის განცხადებით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად 1 429 ადამიანი დაიღუპა.  ჯონ ქერიმ აღნიშნა, რომ დაღუპულთაგან 426 ბავშვია, მან მომხდარს “წარმოუდგენელი საშინელება” უწოდა.

 

აქამდე, საქველმოქმედო სამედიცინო დაწესებულებების მონაცემებით, ცნობილი იყო, რომ 21 აგვისტოს, აღმოსავლეთ დამასკოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 355 ადამიანი იყო გარდაცვლილი, თუმცა, ჯონ ქერის მტკიცებით, არსებობს ფაქტები, რომელთა თანახმადაც დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. მისივე განცხადებით, ასადის რეჟიმი თავდასხმისთვის სამი დღით ადრე მოემზადა:

 

“ჩვენ ვიცით, რომ რაკეტები წამოვიდა მხოლოდ რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებიდან და დაეშვა მხოლოდ ოპოზიციის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე”, – განაცხადა ჯონ ქერიმ.


აშშ ინტერვენციას ითხოვს, რათა შეაჩეროს სირიის მთავრობის მხრიდან ქიმიური იარაღის კვლავ გამოყენება. თავის მხრივ, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და აღნიშნულში მეამბოხე ძალებს ადანაშაულებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი