ახალი ამბები

ქვეწარმავლები და მღრღნელები „ბლექ სი არენა“-ზე

8 აგვისტო, 2017 • 2471
ქვეწარმავლები და მღრღნელები „ბლექ სი არენა“-ზე

ოზურგეთის სოფელ ნატანებში მდებარე საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენა“-სა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეწარმავლები და მღრღნელები აღმოაჩინეს, რის გამოც შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ დეზინფექციას და შეწამვლით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ საფრთხის წინაშე დგება საკონცერტო დარბაზის მომსახურე პერსონალი და დარბაზის ინვენტარი, რომელიც შესაძლოა დააზიანოს მღრღნელებმა.

gv

ქვეწარმავალი საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე / ფოტო: „ბლექ სი არენა ჯორჯია“

„დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს სხვადასხვა ქვეწარმავლები და მღრღნელები. გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე პერიოდი დატვირთულია კონცერტებისა და ღონისძიებების მხრივ და უამრავი მაყურებელი სტუმრობს საკონცერტო დარბაზს, სიფრთხილის გამოჩენის მიზნით და საშიშროების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია მოხდეს მიმდებარე ტერიტორიების შეწამვლა სპეციალური საშუალებებით“ – აცხადებს „ბლექ სი არენა ჯორჯია“.

კომპანიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტი გამოვლინდა 2017 წლის 5 აგვისტოს, „ქართული ხმების“ ღონისძიების წინა დღეებში და ასეთი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა.

„ბლექ სი არენა ჯორჯია“ შეწამვლითი სამუშაოების შესყიდვას ტენდერის გარეშე აპირებს და ამას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის: „მიმდინარე პერიოდში შეწამვლის სამუშაოები უნდა განხორციელდეს ერთჯერადად, საკონცერტო დარბაზისა და მის მიმდებარე, სულ8 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე. მიმდინარე სეზონის განმავლობაში შეწამვლის სამუშაოები აღარ იქნება საჭირო“. დარბაზისა და ტერიტორიის შეწამლვას 3 დღე დასჭირდება.

წერილი გადაუდებელი შესყიდვის შესახებ

წერილი გადაუდებელი შესყიდვის შესახებ

საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“

საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“

მასალების გადაბეჭდვის წესი