ახალი ამბები

პრეზიდენტმა ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა [ვიდეო]

7 აგვისტო, 2017 • 1947
პრეზიდენტმა ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა [ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და საერთაშორისო აპარეზზე საქართვეოს პოპულარიზაციისთვის ზაზა ფაჩულიას ღირსების ორდენი გადასცა.

“ძალიან მნშვნელოვანია წარმატება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შენ შენს წარმატებას უზიარებ შენს საზოგადოებას. მე მინდა მას მადლობა ვუთხრა ამ პატრიოტული სულისკვეთებისთვის,” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

სპორტსმენმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს შრომის დაფასებისთვის და განაცხადა, რომ შეეცდება ორდენი ასევე ღირსეულად ატაროს.

“რაც გამიკეთებია ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილად გულით გამიკეთებია და ასეთ რაღაცას არ ველოდებოდი. განსაკუთრებული დღეა ჩემთვის, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი გიფასებს იმ შრომას, ყველა იმ საქმეს, რასაცაკეთებ და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის.ვეცდები, რომ ეს ღირსების ორდენი ვატარო ღირსეულად ჩემსცხოვრებაში,” – განაცხადა ფაჩულიამ.

პრეზიდენტმა ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა 07.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დაჯილდოება პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრები დაესწრნენ.

NBA-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, საჩემპიონო თასი საქართველოში ჩამოიტანა, რომლის პრეზენტაციაც დღს სპორტის სასახლეში გაიმართება.

პრეზიდენტმა ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა 07.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

პრეზიდენტმა ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა 07.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ასევე დღეს თბილისში, გელოვანის გამზირზე, ზაზა ფაჩულიას სახელობის „გალფის’’ საკალათბურთო მოედნის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. საკალათბურთო მოედნის მშენებლობა ნავთობკომპანია „გალფის“ ორგანიზებითა და დიდუბის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება. საკალათბურთო მოედანი 2018 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი