ახალი ამბები

“ახალი საქართველო” პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაერთიანებას სთავაზობს

7 აგვისტო, 2017 •
“ახალი საქართველო” პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაერთიანებას სთავაზობს

“ახალი საქართველო” 6 პოლიტიკურ პარტიასა და მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაერთიანებას სთავაზობს. განცხადება ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გააკეთა.

ვაშაძის თქმით, ოპოზიციას ამ არჩევნებში გამარჯვების შანსი მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაში ექნება საერთო კანდიდატების შერჩევას კი პრაიმერის გზით სთავაზობს:

“ჩვენ ბოლო პერიოდში მოვისმინეთ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ არგუმენტს მოკლებული განცხადებები ვფიქრობთ, რომ ბრძოლა არჩევნებში უნდა ყოს გამარჯვებისთვის და არა მეორე ტურისთვის, რომელიც უკვე კაპიტულაციაა და უკვე დამარცხების აღიარებაა არჩევნებში. აქედან გამომდინარე მივიჩევთ, რომ ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა” – ამბობს ვაშაძე.

“ახალი საქართველოს” ლიდერის თქმით, პარტიები, რომლებსაც გაერთიანებას სთავაზობენ, პრო-დასავლური კურსის მატარებლები არიან. მათ შორის არიან “თავისუფალი დემოკრატები”, “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”, “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “შენების მოძრაობა” და თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი.

“ზოგად რიტორიკას შევეშვათ. გვაქვს კონკრეტული შეთავაზება. ან გვითხარით, რატომ არ გვეთანხმებით და რას გვთავაზობთ თქვენ, ან დაეთანხმეთ ამ პროცესს, დავიწყოთ მზადება პრაიმერისთვის და სექტემბერში ჩავატაროთ პრაიმერი. პირდაპირ გეტყვით, დღეს არსებული საარჩევნო კამპანია, რომელიც აქვს თითოეულ კანდიდატს ეს არის ყურადღების მიღმა არსებული საარჩევნო კამპანია . ნდობას და საარჩევნო კამპანიას შექმნის მხოლოდ და მხოლოდ პრაიმერი, სადაც იქნება ღია დისკუსია, სადაც ტითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია გამოხატოს და არა კულუარებში და ბუჩქებში გადავწყვიტოთ ვინ უნდა იყოს კანდიდატი” – ამბობს გიორგი ვაშაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი