როგორც ჩხეიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, როდესაც გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს, კანონის მიხედვით მისი მოვალეობების შესრულების პასუხისმგებლობა პირველ მოადგილეს ეკისრება. ჩხეიძისთვის უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი და ვის დანიშნავს შიდა ქართლის ახალ გუბერნატორად.
შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, პრეზიდენტი ვადებში შეზღუდული არ არის და მას ნებისმიერ დროს შეუძლია ახალი გუბერნატორის დანიშვნა, მანამდე კი მოვალეობებს ჩხეიძე შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ანდრო ბარნოვი გუშინ დაინიშნა. 2010-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დავით ტყეშელაშვილი ხელმძღვანელობდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, იგი პროფესიულ საქმიანობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის საერთშორისო და შედარებითი სამართლის ცენტრის დირექტორის პოზიციაზე განაგრძობს. საქართველოს პრეზიდენტმა დავით ტყეშელაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. რაც შეეხება ანდრო ბარნოვს, იგი შიდა ქართლის გუბერნატორობამდე თავდაცვის ეროვნულ აკადემიას ხელმძღვანელობდა.
