ახალი ამბები

„სილქტივის“ 9 ახალი არხი დაემატა

22 აპრილი, 2013 • 2643
„სილქტივის“ 9 ახალი არხი დაემატა

პაკეტებს “ლუქსი”;  “დე ლუქსი”; “დე ლუქსი HD“   დაემატა 5  არხი: TV1000; Viasat Explorer; Viasat History; Viasat Nature და რუსული გასართობი არხი ТНТ.

 

TV1000 კინოარხია და მისი პროგრამა ძირითადად საერთაშორისო ფესტივალებზე ნომინირებულ და გამარჯვებულ  ფილმებისგან შედგება. აქვე ნახავთ კინოგაქირავების ლიდერ  და მსოფლიო კინო-კლასიკის ნიმუშებსაც. ყოველთვიურად არხი მაყურებლებს 10  პრემიერას თავაზობს.


არხები Viasat Explorer, Viasat Nature და Viasat History მსოფლიოს წამყვანი ტელესტუდიების: BBC, ITV Global, ORF и TWI მაღალრეიტინგულ შემეცნებით, სამეცნიერო–პუბლიცისტურ და დოკუმენტურ   ფილმებს  თავაზობს მაყურებელს. მათთვის, ვისაც ისტორია, ძველი და ახალი ცივილიზაციები, ტექნიკის სიახლეები, გახმაურებული  კრიმინალური შემთხვევები,  ცხოველთა სამყარო და ბუნების საოცრებები იზიდავს, ამ ტელეარხებზე უამრავ საინტერესო გადაცემას იხილავს.   

 

“ლუქსი”;  “დე ლუქსი”; “დე ლუქსი HD“ პაკეტებში   ასევე დაემატა პოპულარული რუსული ტელეარხი ТНТ, რომელიც რუსული სატელევიზიო არხების საუკეთესო ხუთეულშია. ბოლო მონაცემებით ამ არხის გადაცემებს (» Дом-2. Lite , «Comedy Club)  და სერიალებს 104- მილიონიანი აუდიტორია ჰყავს.

 

ცვლილებაა თემატურ  კინოპაკეტშიც. TV 1000 Action-ზე მაყურებელი მძაფრსიუჟეტიან, დეტექტიურ და  საშინელებათა ფილმებს, ასევე ფსიქოლოგიურ  თრილერებს, ჰოლივუდურ ბლოკბასტერებს  იხილავს. TV Russkoe Kino კი საბჭოთა და ახალი  რუსული ფილმების  ნახვის შესაძლებლობას იძლევა.

 

სიახლეა თემატურ  პაკეტში “პლიუსი”: Davinchi Channel უნიკალური არხია მთელი ოჯახისთვის,  რომელიც გადასცემს შემეცნებით მულტფილმებს, დოკუმენტურ ფილმებს  მსოფლო საოცრებებზე,  მხიარულ სამეცნიერო ექსპერიმენტებს.  არხი მაყურებელს ეხმარება, ადვილად და ხალისიანად აითვისოს სასკოლო პროგრამის რთული მასალა.

 

თემატური პაკეტი  “სპორტის”  მომხმარებელს Viasat Sport არხით  ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებებისა პირდაპირ ეთერში  ნახვის შესაძლებლობა ექნება.

 

„სილქტივი“ მუდმივად განაახლებს საკუთარი არხების ჩამონათვალს და მომავალშიც გააგრძელებს საკუთარი აბონენტებისთვის სიახლეების შეთავაზებას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი