ახალი ამბები

მოსწავლეებს ფსიქოლოგიურ დახმარებას ფსიქოლოგიური ცენტრი გაუწევს

22 აპრილი, 2013 • • 1402
მოსწავლეებს ფსიქოლოგიურ დახმარებას ფსიქოლოგიური ცენტრი გაუწევს

მანდატურის სამსახურთან არსებული ცენტრი, რომელიც ფსიქოლოგების, ფსიქიატრებისა და სოციალური მუშაკებით არის დაკომპლექტებული, ამიერიდან კვალიფიციურ მომსახურებას გაუწევს ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე 6–18 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეებსა და მათი ოჯახის წევრებს.

 

კერძოდ, ცენტრი უფასოდ დაეხმარება: 1. იმპულსური ქცევის მართვასა და საკუთარი თავის კონტროლის უნარის გამომუშავებაში; 2. აგრესიული ქცევის შემცირებაში; 3. ემოციების რეგულაციაში; 4. თანატოლებთან პრობლემური ურთიერთობის მოგვარებაში; 5. კომუნიკაციისა და კონფლიქტის მართვის უნარ–ჩვევების გამომუშავებაში; 6. მშობელსა და შვილს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებაში და 7. ინტერპერსონალური ქცევის დარეგულირებაში.

 

ცენტრი ასევე განახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას სკოლის მასწავლებლებთან, ადმინისტრატორებთან და მანდატურებთან. ფსიქოლოგიური მომსახურება ითვალისწინებს როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ თერაპიას და თემატურ ტრენინგებს.

 

თბილისის გარდა მსგავსი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების გახსნა იგეგმება ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში. ამ ცენტრებში მოსწავლეებს დახმარებას გაუწევენ სკოლის ადმინსიტრაციის რეკომენდაციის საფუძველზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი