ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო ნაყინის 105 ნიმუშის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

2 აგვისტო, 2017 • 12348
სურსათის ეროვნული სააგენტო ნაყინის 105 ნიმუშის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული წარმოების 21 დასახელების ნაყინის 105 ნიმუშს პათოგენურ მიკროორგანიზმებზე – სალმონელასა და ლისტერია მონოციტოგენეზზე ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარეს.

უწყების განცხადებით, შემოწმებულებს შორის არის ვანილის, ჭიქის, საოჯახო, კაკაოს, ყავის, შოკოლადის, ხილის, ესკიმო და ა. შ. სხვადასხვა ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული პროდუქცია.

“ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნაყინის 105 ნიმუშიდან არც ერთი არ არის დაბინძურებული პათოგენური მიკროორგანიზმებით,”- აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია

ლისტერია მონოციტოგენეზი (Listeria monocytogenes) პათოგენური მიკროორგანიზმია, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სალმონელა (Salmonella) არის ბაქტერიათა ჯგუფი, რომელიც იწვევს ტიფოიდურ დაავადებებს და მწვავე გასტროენტეროკოლიტს. უმეტესად აზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი