ახალი ამბები

მერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობას უხდის

20 აპრილი, 2013 • • 1289
მერია შინაგან საქმეთა სამინისტროს  მადლობას უხდის

“19 აპრილს პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულმა აქციამ ყოველგვარი დარღვევების გარეშე ჩაიარა და ადამიანებს მიეცათ თავისუფლად შეკრებისა და აზრის გამოხატვის საშუალება. ქ. თბილისის მერია მადლობას უხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის, ასევე საგანგებო და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, პოლიტიკურ გაერთიანებას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ და აქციის თითოეულ მონაწილეს 19 აპრილს აქციის სათანადო ორგანიზებისა და წესრიგის დაცვისთვის”– ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილის აქციაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა  “ახალი ეროვნული მოძრაობის” დაწყება გამოაცხადეს. “ახალი ეროვნული მოძრაობის” მიზნებზე ვრცლად ისაუბრა “ნაციონალების” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

 

ვაშაძის თქმით, ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არის სამ მნიშვნელოვან პრინციპზე დაფუძნებული მოძრაობა: 1. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლება; 2. პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება და 3. ქვეყნის მოდერნიზაცია, გლობალურ სამყაროში ჩვენი ქვეყნის ფუნქციის ახლებური გააზრება.

 

“ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერებთან ერთად აქციაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის მერი გიგი უგულავაც. 

მასალების გადაბეჭდვის წესი