ახალი ამბები

ბოსტონის მარათონის ტერაქტში ეჭვმიტანილი 19 წლის ჯოხარ ცარნაევი დაკავებულია

20 აპრილი, 2013 • • 2018
ბოსტონის მარათონის ტერაქტში ეჭვმიტანილი 19 წლის ჯოხარ ცარნაევი დაკავებულია

დაჭრილი ჯოხარ ცარნაევი პარასკევს, 19 აპრილს გაიქცა, როდესაც პოლიციამ მის ძმას და სავარაუდო თანამზრახველს ცეცხლი გაუხსნა. 26 წლის ტამერლან ცარნაევი სპეცოპერაციის დროს დაიღუპა, ჯოხარ ცარნაევი კი გაიქცა. 

 

სამართალდამცავები შეიარაღებული ძმების კვალზე მას შემდეგ გავიდნენ, რაც  19 აპრილს მათ იარაღით მოკლეს პოლიციელი მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან.

 

ოფიციალური პირები და ოჯახის წევრები მათ, როგორც ჩეჩნური წარმოშობის ძმებს მოიხსენიებენ, რომლებიც ამერიკაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

 

ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ სხვა  მთავრობის თხოვნით, FBI-მ დაკითხა ტამერლან ცარნაევი, თუმცა აღნიშნული შემთხვევა დაიხურა, რადგან საგანგაშო ნიშნები არ არსებობდა.  რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ტამერლან და ჯოხარ ცარნაევების დედამ განაცხადა, რომ “FBI” კონტაქტობდა მის შვილთან რამენიმე წლის განმავლობაში. 

 

ოფიციალურად არ ცხადდება, რომელი ქვეყნის ხელისუფლების მოთხოვნით დაკითხეს ტამერლან ცარნაევი, თუმცა ბიბისის კორესპონდენტის პოლ ადამსის განცხადებით, ეს უნდა იყოს რუსეთი. 

 

ძმების მამის თქმით, მისი შვილი მეორე კურსის სტუდენტი იყო და  ნეიროქირურგობას აპირებდა. ანზორ ცარნაევი ასევე აცხადებს, რომ ტერაქტი სპეცსამასხურების დაგეგმილია. თუმცა ძმების ბიძა რუსლან ცარნი, რომელიც მერილენდში ცხოვრობს, ამბობს, რომ რცხვენია მისი ძმისშვილების ტერაქრტში სავარაუდო მონაწილეობის გამო. 

 

15 აპ­რილს, ბოს­ტო­ნის მა­რა­თო­ნის დროს მოწ­ყო­ბი­ლი ტე­რაქ­ტის შე­დე­გად, 3 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 170–ზე მეტი კი და­შავ­და. 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი